ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ეწერთან სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.