ხონში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, დაზიანდა შენობის ჭერი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობას სალიკვიდაციო სამუშაოები, დაშავებული არავინ არაა, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკოპაჟი, 35 მეხანძრე-მაშველი.