მკვლელობა მოხდა საჩხერეში. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ცხელ კვალზეა დაკავებული.