საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით ფრენები ერთი თვით შეაჩერა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება. რაც შეეხება , იტალიიდან საქართველოს მიმართულებით რეისს ავიიაკომპანია Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში 2 სიხშირით იფრენს. მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების რისკს უკავშირდება.
ავიაკომპანია Ryanair-მა დაგეგმილი ფრენების ნაწილი გააუქმა
29 თებერვალი, 2020 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები