ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან

2 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 წლის პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან

ქუათაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

უკვე შემოწმდა პაციენტების ნაწილი, ექვს მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამი პაციენტის ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, მათ შორის შვიდი წლის ბავშვია.

ექიმი თემურ ნადირაძე ამბობს, რომ წუხელ ერთი ადამიანი რომის რეისიდან შეიყვანეს. ყველა პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმი ვარაუდობს, რომ ორ მათგანს დღეს უკვე გაწერენ.