სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსზე მილანიდან ჩამოფრენილი მგზავრები შეამოწმეს

2 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსზე მილანიდან  ჩამოფრენილი მგზავრები შეამოწმეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კორონა ვირუსთან დაკავშირებით შემოწმება გაიარეს მილანიდან ჩამოსული რეისის მგზავრებმა. მოქალაქეების თქმით, ტემპერატურა შეუმოწმეს და მათი მომაცემები ჩაიწერეს.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმის თქმით, აღნიშნულ რეისზე 22 მგზავრი იყო, მათგან ტემპერატურა არავის დაუფიქსირდა და გადაყვანა არ გახდა საჭირო.

მილანი-ქუთაისის რეისზე 150 მგზავრი იყო რეგისტრირებული, თუმცა მათმა უმეტესობამ უსაფრხოების გამო ჯავშანი გააუქმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კორონა ვირუსთან დაკავშირებით კარავია გაშლილი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლების შემთხვევაში მგზავრები პირველად სამედიცინო დახმარებას კარავში გაივლიან.