ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს 5 პაციენტის ანალიზები გაგზავნეს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ამ დროისთვის სხეულის მაღალი ტემპერატურა 38 გრადუსი მხოლოდ 1 პაციენტს აღენიშნება.
ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით მოთავსებული ყველა პაციენტი იტალიიდან არის ჩამოსული.
საჭიროების შესაბამისად ისინი ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან განთავსებული.