ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა

5 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კი კვირას დაბრუნდა.

“ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მედიკოსების ინფორმაციით, განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა. მას 38,5-ზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

44 წლის საქართველოს მოქალაქე სამშობლოში პირველ მარტს ჩამოვიდა, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ მიმართა.