სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანია მოთავსებული

5 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ შორის ორი, დედა-შვილია, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ერთი პაციენტი გერმანიიდან, მეორე კი საფრანგეთიდან არის ჩამოსული.

“მცირეწლოვანი, რომელიც თვითდინებით შემოიყვანეს კლინიკაში, ხუთი დღის ჩამოსულია საფრანგეთიდან, იტალიის რეისიდან ჩამნოფრენილი დედა-შვილი აეროპორტიდან მოიყვანეს, შვილი 21 წლის არის, დედა 40 წლის არის. ერთი პაციენტი არის ჩამოსული გერმანიიდან”-განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.

მისი თქმით, მათი აღენიშნებათ ტემპერატურა და დაავადების სიმპტომები. მათი ანალიზის ნიმუშები ლუგარში გაიგზავნება და პასუხები დღის ბოლოს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.