სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერეში კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა სასტუმრო დატოვეს

6 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საჩხერეში კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა სასტუმრო დატოვეს

საჩხერეში კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა სასტუმრო დატოვეს. ამ დროისთვის ადგილზე ჩინეთიდან გადმოყვანილი 34 მოქალაქიდან 23 იმყოფებოდა, ნაწილი თვითიზოლაციაში საკუთარ ბინებში რამდენიმე დღის წინ გაეწერა.

მოქალაქეების თქმით, ისინი კარანტინს კარგ პირობებში გადიოდნენ, რისთვისაც ადმინისტრაციას და ექიმებს მადლობას უხდიან.

სახლებში დასაბრუნდებლად ტრანსპორტირება სასტუმრომ უზრუნველყოფო.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არცერთ მათგანს აღენიშნება.

მოქალაქეები სასტუმროში 21 თებერვალს შევიდნენ. მიხეილ ქამუშაძის თქმით, ამ დროისთვის დამატებით მოქალაქეების მიღებაზე არ აქვთ ინფორმაცია, თუმცა მოქალაქეთა მისაღებად მზად არიან.