ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერის კლინიკის პაციენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

8 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საჩხერის კლინიკის პაციენტს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

კორონა ვირუსით დაავადებული მეცამეტე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოშია მოთავსებული.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტს რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, კორონა ვირუსი გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდა.

პაციენტს დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და გართულებები არ აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მისი თქმით, კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან მეორე პაციენტის პასუხსაც ელოდებიან. ანალიზის შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.