ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტმა ბიზნესმენებს სტუდენტების დასაქმებისკენ მოუწოდა

28 მაისი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 14

პრეზიდენტმა ბიზნესმენებს სტუდენტების დასაქმებისკენ მოუწოდა

“ზაფხულში ამუშავეთ, შრომას ისწავლიან, ჯიბის ფული გაუჩნდებათ. მპირდებით, რომ ბევრ სტუდენტს აიყვანთ? ეს კარგი იქნება იმისთვის, რომ შრომის ფასი გაიგონ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა, დღეს ქუთაისში სასტუმრო ,,empire hotel“–ის გახსნისას, ბიზნეს სექტორს სტუდენტების დასაქმებისკენ მოუწოდა.

“მინდა, ბიზნესმენებს ვუთხრა, რომ ჩვენ გვაქვს სტუდენტური დასაქმების პროგრამა. მინდა, მოგიწოდოთ, რომ დასასაქმებლად აიყვანეთ ბევრი სტუდენტი. ჩვენ მივცემთ მათ ხელფასს. ზაფხულში ამუშავეთ, შრომას ისწავლიან, ჯიბის ფული გაუჩნდებათ. მპირდებით, რომ ბევრ სტუდენტს აიყვანთ? ეს კარგი იქნება იმისთვის, რომ შრომის ფასი გაიგონ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

თეგები: ბიზნეს სექტორიმიხეილ სააკაშვილისტუდენტების დასაქმება