ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში ცეცხლის ჩაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს

10 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

ხონში ცეცხლის ჩაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობს

ხონის მუნიციპალიტეტში ეკალ-ბარდს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

საქართველოს მასშტაბით 20-მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რასაც სპეციალისტები მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოების დროს მოქალაქეების დაუდევრობას უკავშირებენ.