ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში მოათავსეს

11 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქე წყალტუბოს ერთ-ერთ  სასტუმროში მოათავსეს

წყალტუბოში, სასტუმროში იტალიიდან ჩამოსული 97 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი სანატორიუმში წუხელ შეიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფორსის გოჩა გიორაგიძის თქმით, მოქალაქეებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ, თავს კარგად გრძნობენ.

მისივე ინფორმაციით, მათი იზოლაცია უსაფრთხოების ზომების გამო ხდება, მათ უტარდებათ პერიოდული შემოწმება და ხდება მათი ინფორმირებულობა. სასტუმროში მოთავსებულებზე დაკვირვებას სამედიცინო პერსონალი მოახდენს.