ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დაკარგული ტურისტის ძებნა გრძელდება

11 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში დაკარგული ტურისტის ძებნა  გრძელდება

ქუთაისში დაკარგული ტურისტის ძებნა მდინარე რიონში მეორე დღეა გრძელდება. მდინარის სანაპიროზე საგანგებო შტაბია გახსნილი.

როგორც იმერეთის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები გუშინ გვიან ღამით შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა.

ქუთაისში იმყოფებიან დაკარგული ბიჭის ოჯახის წევრები. ძებნაში ჩართულია ნიდერლანდების მხარე.

23 წლის სიმ ვეგერი 7 მარტს გაუჩინარდა. ბოლოს ის მეგობრმა ნახა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა. სამძებრო სამუშაოები 8 მარტს დაიწყო. როგორც ვიდეოკამერების ჩანაწერებმა აჩვენა, უცხოელი ტურისტის კვალი მდინარე რიონთან იკარგება.