ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ლუგარის ლაბორატორიდან შვიდი პაციენტის ანალიზები კლინიკაში ცოტა ხნის წინ მიიღეს.
პაციენტებს მათ შორის არის ორი წლის ბავშვი, რომელიც იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების უმეტესობას მოგზაურობის ისტორია აქვს, ისინი კლინიკაში გუშინ შევიდნენ. ყველა მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აღენიშნება და ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.