ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში იტალიიდან ჩამოსული ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს

12 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

წყალტუბოში იტალიიდან ჩამოსული ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს

წყალტუბოში სასტუმროში იზოლირებული ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს წუხელ ტემპერატურა დაუფიქსირდათ და მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ აუღეს ანალიზები და პასუხებს ელოდებიან.

კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ამ დროისთვის რვა პაციენტია მოთავსებული. ნაწილი საზღვარგარეთ იყო, ნაწილს შეხება ქონდა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან. ისინი ბოქსირებული პალატებში არიან მოთავსებული.