ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში სასტუმრო იზოლაციაში მყოფმა ხუთმა პირმა დატოვა

12 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

წყალტუბოში სასტუმრო იზოლაციაში მყოფმა ხუთმა პირმა დატოვა

წყალტუბოში სასტუმრო იზოლაციაში მყოფმა ხუთმა პირმა დატოვა. მათი გაყვანა წუხელ მოხდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ორ მათგანს ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მოქალაქის გადაყვანა თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ქონდათ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა სახის გართულება აღენიშნებოდათ.

მეხუთე მოქალაქე ოჯახური პირობების გამო თვითიზოლაციაში გადავიდა, მასზე დაკვირვებას ფოთის ჯანდაცვა ახდენს, თუ ოზოლაციის წესების დარღვევა მოხდება დაუყოვნებლივ დაბრუნდება იზოლაციაში.

ამ დროისთვის წყალტუბოს სასტუმროში 92 მოქალაქე რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყოველ დღეს შემოწმებას გადიან.