სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან

15 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  ხუთი პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით ხუთი პაციენტი იმყოფება. ისინი კლინიკაში ტემპერატურის მატებით შეიყვანეს.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების ნაწილი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან არის შეყვანილი, ნაწილი თვითდინებით შევიდა. მათ ანალიზები აუღეს და პასუხებს ელოდებიან.

ექიმის თქმით, პაციენტებს მოგზაურობის ისტორია აქვთ და ისინი ბოქსირებულ პალატაში არიან მოთავსებული.