ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„მოგვეცა შანსი, მალე გავწევრიანდეთ ნატოში“

29 მაისი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 15

„მოგვეცა შანსი, მალე გავწევრიანდეთ ნატოში“

ჩიკაგოს სამიტისა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, შეხვედრა გაიმართა დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევრო და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ელენე ხოშტარია უძღვებოდა.

ჩიკაგოს სამიტისა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, შეხვედრა გაიმართა დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში. შეხვედრას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევრო და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ელენე ხოშტარია უძღვებოდა. არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადენლებმა, სტუდენტებმა და დაინტერესებული პირებმა დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, გამოწვევებსა და არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

„ხშირად ვხვდებით მოსახლეობას და ვსაუბრობთ ქვეყნის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზე, როგორიცაა ნატოში ინტეგრაცია. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩიკაგოს სამიტი, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ საზოგადოება, რომლის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ამ მიმართულებას, იყოს სრულად ინფორმირებული. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მაქსიმალურად ყველა არსებულ შეკითხვას გავცეთ პასუხი“ – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

„ყოველი ახალი ინფორმაცია ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას. ჩიკაგოს სამიტი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოგვეცა შანსი, რომ მალე გავწევრიანდეთ ნატოში. კიდევ ერთხელ, მოგვცეს მხარდაჭერა წევრმა ქვეყნებმა და სურვილი გამოთქვეს, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“ – ამბობს სტუდენტი ვასო დიაკონიძე.

თეგები: ნატოჩიკაგოს სამიტიწერეთლის უნივერსიტეტი