ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ცვლილებები შეეხო მერიის სოციალურ პროგრამებს, მათ შორის, „შინმოვლის“ პროგრამას, რომელსაც ქუთაისის მერია და საქართველოს „კარიტასი“ ერთობლივად ახორციელებს. ყოველდღიური ვიზიტების შეზღუდვის მიზნით, საკვები პროდუქტების მიწოდება მოხდება კვირაში ერთხელ, ხოლო ყოველდღიური ვიზიტები გაგრძელდება მხოლოდ იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც სამედიცინო და მედიკამენტურ დახმარებას ყოველდღე საჭიროებენ. შეგახსენებთ, საკვების გაცემის წესები შეიცვალა „მადლიერების სახლის“ უფასო სასადილოებში, სადაც საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა.
ქუთაისის მერიის სოციალურ პროგრამებს ცვლილებები შეეხო
17 მარტი, 2020 • Newpress • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები