სოლიდარობის ტაში- ქუთაისში აქცია გაიმართა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისადმი მადლობის აქციას ქუთაისიც შეუერთდა.
მოსახლეობამ მედიცინის წარმომადგენლები ტაშით გაამხნევა და გაწეული შრომისთვის მადლობა ამ ფორმით გამოხატა.
“მადლობა ექიმებს და ზოგადად, ამ სფეროს წარმომადგენლებს. ისინი 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობენ ვირუსის წინააღმდეგ და ზრუნავენ ადამიანებზე. ქუთაისი შეურთდა ამ აქციას და მადლობა ტაშით გამოვხატეთ, იცოდნენ, რომ ვაფასებთ მათ” – განაცხადეს ადგილობრივებმა.
აქცია ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.