ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

19 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით ნალექი და წვიმიანი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ტემპერატურა 23 მარტს მოიმატებს.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-დან 8 გრადუსს მიაღწევს. მთელ საქართველოში ცივი ჰაერის მოქმედება 19 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება. დაბლობში ნალექი მოსალოდნელია წვიმისა და თოვლ-ჭყაპის სახით, მაღალმთიან რეგიონებში მოთოვს. თვის დასასრულს, დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 14 გრადუსამდე მოიმატებს.