ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

20 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ზესტაფონში  მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სრულად დაიწვა ერთი ვაგონი. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ფოტო: არქივი