ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ცხრა პაციენტი იყო შესული.
კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის შემდეგ თვითიზოლაციასა და კარანტინში გადავლენ.
დღეს კლინიკაში ერთი პაციენტია შესული, მას ანალიზებს აუღებენ.