საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პაკეტი ამ სექტორების დასახმარებლად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაჟღერდება, ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, დაკარგეს, ან შესაძლოა, დაკარგონ შემოსავალი შექმნილი ვითარების გამო, ასევე დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, გადალახონ კრიზისი და მოკლე პერიოდში დაიბრუნონ კონკურენტული უპირატესობები. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით.
რა ელით იმ მოქალაქეებს, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო შემოსავალი დაკარგეს?
21 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები