ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი ადამიანი უწყეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა

22 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი ადამიანი უწყეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განითარების ბანკის (ADB) მარდაჭერით ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დაასრულა.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის განორციელების შედეგად, ქალაქის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მცხოვრები 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა.

პროეტქის ფარგლებში აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 80 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.