ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

22 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

იმერეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთი იმერეთში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საჩხერეში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ადასტურებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე. მისი ინფორმაციით, პაციენტი თერჯოლის მკვიდრეია და მათთან ქუთაისიდან გუშინ გვიან შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საჩხერეში ვირუსით ინფოცირებული ოთხი პაციენტი იმყოფება.