ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში “საქართველოს ფოსტის” ჯიხური გატეხეს

26 მარტი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში “საქართველოს ფოსტის” ჯიხური გატეხეს

ქუთაისში “საქართველოს ფოსტის” ჯიხური გატეხეს. შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე წუხელ მოხდა.

ჯიხურის თანამშრომლის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები, თუმცა რა ოდენობის უცნობია.

მისი თქმით, ჯიხურში თანხა არ იყო.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინიალისტები მუშაობენ.

დაწყებულია მოკვლევა.