სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დარჩით სახლში, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე! -ქუთაისში მოსახლეობას ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებენ

28 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

დარჩით სახლში, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე! -ქუთაისში მოსახლეობას ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებენ

დარჩით სახლში, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე! – ამ მოწოდებით ქუთაისის ქუჩებში მოსახლეობას ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებენ.

რამდენიმე ავტომანქანა, რომელზეც სპეციალური აპარატურაა განთავსებული, მთელი დღის მანძილზე გადაადგილდება ქუთაისის ქუჩებში და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.