ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კორონავირუსი ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მესამე პაციენტს დაუდასტურდა

30 მარტი, 2020 • ნიუპრესი • 1

კორონავირუსი ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მესამე პაციენტს დაუდასტურდა

კორონავირუსი ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მესამე პაციენტს დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ოჯახის წევრია, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდგინდა.

მათ ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ინფიცირებული საშუალო ასაკის ქალია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მედიკოსები აცხადებენ, პაციენტები თვითიზოლაციის წესებს იცავდნენ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 103 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი.