ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ასამდე თანამშრომელს COVID-19 არ დაუდასტურდა

6 აპრილი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ასამდე თანამშრომელს COVID-19 არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მედიკოსებს სწრაფი ტესტირება ჩაუტარდათ. კორონავირუსზე შემოწმება ასამდე მედიკოსმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, უარყოფითი პასუხების გამო არცერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

მათი შემოწმება აუცილებელი მას მერე გახდა, რაც ერთი ექიმი, სავარაუდოდ, პაციენტიდან დაინფიცირდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორისაა ექიმი-ინფექციონისტი, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლეა.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა მერს, ის თვითოზოლაციაშია.