სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულო მერის გადადგომასთან დაკავშირებით როგგარეშე სხდომას გამართავს

8 აპრილი, 2020 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისის საკრებულო მერის გადადგომასთან დაკავშირებით როგგარეშე სხდომას გამართავს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო პარასკევს 10 აპრილს რიგგარეშე სხდომას გამართავს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში სხდომის დანიშვნა ქუთაისის მერის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს უკავშირდება.

სხდომაზე ცნობად მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ჭიღვარიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. საკრებულო ასევე განაწყვეტს, თუ ვის დაეკისრება მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.

როგორც ქუთაისის საკრებულოში განაცხადეს, საკრებულოს სხდომა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით გაიმართება და დეპუტატებს შორის დისტანცია დაცული იქნება.