ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოავლინა

10 აპრილი, 2020 • ნიუპრესი • 1

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 75 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.