ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს – ამის შესახებ კლინიკაში ცოტა ხნის წინ განაცხადეს.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოვიდა, ქუთაისელი არ არის, ის სამედიცინო ცენტრში კარანტინიდან გადაიყვანეს.
მას განმეორებითი ტესტირება უკვე ჩაუტარდა და კლინიკას მალე დატოვებს.
ახალგაზრდა მამაკაცი სტუდენტია, მას COVID 19 -ის დიაგნოზი 26 მარტს დაუდასტურდა.