ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, მამაკაცმა კლინიკას თვითდინებით გუშინ მიმართა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია.
პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის კონტაქტებს ადგენენ.
გუშინ ცენტრში 9 პაციენტის ანალიზი აიღეს და მათგან 8 უარყოფითი, 1 კი დადებითი.