ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

11 აპრილი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ბაღდათში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან. სოფელ შუბანში თვითიზოლაციაშია 16 პირი, 2 პირი საკარანტინო ზონაში- საირმეშია გადაყვანილი.

მიზეზი ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და რამდენიმე პირთან შეხება ქონდა.

ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული, მისი დაინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდეს, რადგან მეუღლე ქობულეთში იყო და მას ჩააკითხა, შემდეგ კი თვითიზოლაცია დაარღვია და სოფელში მშობლებთან წავიდა.

სოფელში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.