ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული ექიმი გამოჯანმრთელდა

13 აპრილი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული ექიმი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებული ექიმი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფექციონისტს განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და პასუხი უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და ექიმმა კორონავირუსი დაამარცხა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი ერთი კვირის წინ დაინფიცირდა. მერის ცოლს, ვირუსი, სავარაუდოდ, პაციენტისგან გადაედო.

შემთხვევის გამო, ცენტრში იზოლაცია გამოცხადდა, 150-მა ექიმმა შემოწმება გაიარა და კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ასევე არ დაინფიცირდა საჩხერის მერი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

საჩხერეში ჯამში, ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.