ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის დედას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

14 აპრილი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ჭიათურაში ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის დედას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ჭიათურაში, სოფელ ითხვისის მკვიდრი ინფიცირებული ახლაგაზრდა მამაკაცის დედას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

შუა ხნის ქალი ტემპერატურით კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, მას ანალიზი აუღეს და პასუხი უარყოფითია.

პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას გამოჯანმრთელებისთანავე დატოვებს.

სოფელ ითხვისში ეპიდემიოლოგები მას შემდეგ მუშაობენ, რაც სოფელში მყოფ ახლაგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი თბილისის საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მასთან შეხებაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან.