“სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის ქუთაისის მერია სასურსათო ნობათებს დაარიგებს.
მერიის ინფორმაციით, სააღდგომო ნობათს 2 750 ბენეფიციარი მიიღებს.
მერიამ 46 ათასი ლარის ფარგლებში სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის საკვები პროდუქტები შპს “ჯიბესგან”, 6 ათასი ლარის პროდუქცია კი შპს “დათასგან” შეიძინა.
სააღდგომო ნობათებისათვის ქუთაისის მერიაში 60 ათასამდე ლარი გამოიყო.