ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სასაფლაოებისაკენ მისასვლელი გზა, სავარაუდოდ, 3 დღით დაიკეტება

15 აპრილი, 2020 • ნიუპრესი • 1

სასაფლაოებისაკენ მისასვლელი გზა, სავარაუდოდ, 3 დღით დაიკეტება

სასაფლაოებისაკენ მისასვლელი გზა, სავარაუდოდ, 3 დღით დაიკეტება – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც შალამბერიძე განმარტავს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება.

„დიდი ქალაქების – ქუთაისის და ზესტაფონის – სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება – კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“, – განაცხადა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, 15 აპრილის 21.00 საათიდან ქუთაისი და 3 დიდი ქალაქი 10 დღით დაიკეტება.