ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროდუქტები მიუტანეს

15 აპრილი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროდუქტები მიუტანეს

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილეებმა ნინო თვალთვაძემ და იუზა უგულავამ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ „წყალწითელას პანსიონატის“ ბინადრებს პროდუქტების გარკვეული მარაგი მიუტანეს და მათი საყოფაცხოვრებო პირობებითაც დაინტერესდნენ.

როგორც ხანდაზმულთა პანსიონატში განაცხადეს, ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა ტიპის სადღეღამისო სერვისებით, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვებით, პირველადი სამედიცინო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურებით.