ქუთაისის და ზესტაფონის შემდეგ, შესაძლოა, სასაფლაოები სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიკეტოს.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს განხილვა და დღის ბოლომდე გადაწყდება, დაიკეტება თუ არა სასაფალაოები იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში.
მისი ინფორმაციით, შეზღუდვა ათი დღის განვალობაში იმოქმედებს და მკაცრად გაკონტროლდება, რომ არ მოხდეს წესების დარღვევა.
შეზღუდვა შეეხება, როგორც ქალააქებში, ასევე სოფლებში არსებულ სასაფალაოებს.