სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიმართვაშია ნათქვამი.
“გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!”- აცხადებს საპატრიარქო.
კორონავირუსის პანდემიის გამო ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წელს მრევლის დიდი ნაწილი სააღდგომო ლიტურგიას ვერ დაესწრება.