სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

20 აპრილი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ჩხოროწყუში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა.

“19 აპრილს შემოიყვანეს 29 წლის მამაკაცი, კისრის არეში ჭრილობით, დაზიანებული აქვს პლევრა და შუასაყარი, მაგისტრალური სისხლძარღვები. ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვევის ხელოვნურ ვენტილაციაზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”-განაცხადა დავით ჯანაშიამ.