ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

20 აპრილი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ განმეორებითი ანალიზი ორჯერ აუღეს და ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს. პაციენტებს შორის ერთი არასრულწლოვანია, ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტია გამოჯანმრთელებული.

ერთი მამაკაცი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს, სავარაუდოდ, კლინიკიდან ხვალ გაეწერება. კლინიკაში მისი განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის საავადმყოფოში 22 პაციენტია მოთავსებული. ბოლო ორი დღეის განმავლობაში კლინიკაში ახალი პაციენტები შემოსულა.