წყალტუბოში ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებმა კარანტინში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოთხოვნას ისინი არ დაემორჩილნენ, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ინფიცირებული მამაკაცის ცოლი და შვილი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.
62 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. ამავე სამსახურში მუშაობენ მისი ოჯახის წევრები.