ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი და ერთი საეჭვო პაციენტი ყავთ.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მან კლინიკას თვითდინებით ერთ-ერთი რაიონიდან მიმართა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ანალიზებს აუღებენ.
დღეს კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მათ განმორებით ანალიზებზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. რამდენიმე პაციენტს კი განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება.