უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით, გაიდლაინების მკაცრი დაცვით, გარკვეული დოზით რეგულარული რეისები აღვადგინოთ, მაგრამ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზეც, ვისთანაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უსაფრთხო ფრენების პრინციპების დაწესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამ პრინციპებს გაითვალისწინებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდება, რომლის საშუალებითაც საქართველოში უკვე 8000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.