“კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში მოთავსებულ 12 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გამოკვლეულ პაციენტებს შორის 3 ორსული იყო.
ამ დროისათვის კლინიკაში საეჭვო სიმპტომების მქონე 3 პაციენტია, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ხვალ დილისთვის ელოდებიან.